Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გრძელდება საპროტესტო აქცია


სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც ელექტროენერგიის ფასის მატებას აპროტესტებენ, უკვე მესამე ღამის განმავლობაში აპირებენ დედაქალაქ ერევნის ცენტრალური გამზირის ბლოკირებას. ბაგრამიანის გამზირზე მჯდომარე აქციას ათასობით დემონსტრანტი განაგრძობს - მას შემდეგ, რაც 23 ივნისის საღამოს პოლიციამ შეაჩერა მათი მეორე მსვლელობა პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით. წუხანდელი ღამის განმავლობაში დემონსტრანტებთან მივიდა ათზე მეტი დეპუტატი, მსახიობი და სხვა ცნობილი პიროვნება - მათ ღამე გარეთ გაათენეს და პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის „ცოცხალი ფარის“ ფუნქცია შეასრულეს. ვრცელდება ცნობები, რომ აქციის სიახლოვეს შემცირებულია პოლიციელების რაოდენობა, კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით. დემონსტრაციები სომხეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ეს ყველაზე მასშტაბური გამოსვლებია, რაც კი სომხეთში ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. იზრდება შეშფოთება პოლიტიკური დესტაბილიზაციის შესაძლებლობის გამო ამ ღარიბ ქვეყანაში, რომელიც წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული რუსეთზე.

XS
SM
MD
LG