Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: რუსეთი კვლავ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს


პარტია „თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი და გამოიყენოს ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი, რათა რუსეთის მოქმედებებს რეაქცია დაუყოვნებლივ მოჰყვეს. პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნად ისახავს ვითარების დაძაბვას აბაშიძე-კარასინის შეხვედრის წინ, რომელიც 15 ივლისს, პრაღაშია დაგეგმილი. "ამგვარი ნაბიჯები ხელს უწყობს ვითარების გამწვავებას და არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ჯერჯერობით, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ან ცალკეული ქვეყნის მხრიდან არ გაკეთებულა შესაბამისი განცხადება, რაც მაია ფანჯიკიძის შეფასებით,საქართველოს ხელისუფლების არასათანადო მუშაობაზე მიუთითებს. პარტია "თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატს და იმსჯელოს მისი გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

XS
SM
MD
LG