Accessibility links

logo-print

ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თალიბანის ლიდერი ცოცხალი არ არის


ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს, რომ თალიბანის ლიდერი, მოლა მოჰამად ომარი, ცოცხალი არ არის 2013 წლიდან. ოფიციალურმა პირმა ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. მაგრამ ავღანეთის ტელევიზია მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცნობა მოლა ომარის სიკვდილის შესახებ პაკისტანმა მიაწოდა ქაბულს და რომ თალიბანის ლიდერი მოკლეს. ხოლო გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ცნობით, ანონიმმა ავღანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თალიბანის ლიდერი ორი წლის წინ გარდაიცვალა პაკისტანში, ავადმყოფობის შედეგად. წარსულში ბევრჯერ გავრცელებულა ინფორმაცია მოლა ომარის სიკვდილზე, მაგრამ 29 ივლისს პირველად მოხდა, რომ ინფორმაცია ავღანელმა ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს - თუნდაც პირად საუბრებში. ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ზაფარ ჰაშემიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერ არ დადასტურებულა ინფორმაცია მოლა ომარის სიკვდილის შესახებ. „ჩვენ გავეცანით ცნობებს თალიბანის ლიდერის, მოლა ომარის გარდაცვალების შესახებ. ჯერ-ჯერობით ვიმყოფებით ამ ცნობების განხილვის პროცესში და როგორც კი შევიტყობთ უფრო ზუსტ ინფორმაციას, ან ამ ცნობების დადასტურებას - მედიას და ავღანელ ხალხს ვაუწყებთ ამის შესახებ“, განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. თალიბანის წარმომადგენლები უარყოფენ ინფორმაციას მოლა ომარის გარდაცვალებაზე.

XS
SM
MD
LG