Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიციის ავიაციამ სირია-ერაყის საზღვართან ხიდები დაბომბა


სირიის სამეთვალყურეო ჯგუფის ცნობით, აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ განახორციელა საჰაერო დარტყმები და გაანადგურა ორი მნიშვნელოვანი ხიდი, რომლებსაც ისლამური სახელმწიფო იყენებდა სირიის ქალაქ ქამალთან, ერაყის საზღვარზე. ეს ხიდი ისლამური სახელმწიფოსთვის სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. პენტაგონმა დაადასტურა იერიშები და მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ღრმა ეფექტი ექნებათ ისლამური სახელმწიფოს უნარზე, ოპერაციები ჩაატაროს ერაყში, ანბარის პროვინციაში. კოალიციამ განაცხადა, რომ 31 ივლისს 17 საჰაერო იერიში განხორციელდა ისლამურ სახელმწიფოს ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG