Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო „აგრესიას“ უწოდებს აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენას


საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მორიგ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას და კატეგორიულად მოითხოვს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული უკანონო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ სარკინიგზო ჯარების შემოყვანის თაობაზე გავრცელებულ ცნობას. 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების საბაბით სარკინიგზო ჯარები შეიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.

XS
SM
MD
LG