Accessibility links

logo-print

რაგბის ქართველი გულშემატკივრები ლონდონში


19 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბრიტანეთში მსოფლიო თასის გათამაშებაში ტონგის ნაკრებთან პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ის ქართველები, რომლებმაც სტადიონზე წასვლა ვერ მოახერხეს, ლონდონში საუთვარკის ტაძრის მიმდებარე მოედანზე დიდ მონიტორთან შეიკრიბნენ და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს გულშემატკივრობდნენ. 17-10 ამ ანგარიშით დასრულდა მატჩი. საუთვარკის მოედანზე შეკრებილებმა კი ზეიმი გამართეს. ამ დღეს რაგბიმ ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები, ლონდონელი ქართველები, მათი ბრიტანელი სტუმრები და უბრალოდ გამვლელი ტურისტები გააერთიანა.

XS
SM
MD
LG