Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო


საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ბელორუსიის დედაქალაქის ცენტრში ოპოზიციის მომხრე 200-მდე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებსაც ხელთ უპყრიათ ბანერები წარწერით „ლუკაშენკო დიქტატორია“. დემონსტრანტებთან ჯერ არ გამოჩენილან ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერები სტატკევიჩი და ნეკლიაევი, რაც რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ცნობით, შეკრებილთა უკმაყოფილებას იწვევს. პოლიციის მხრიდან აქციის დაშლის მცდელობას ადგილი არ აქვს.ბელორუსიაში, სადაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა, დაიხურა საარჩევნო უბნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე ამომრჩეველთა 82%-ს ჰქონდა ხმა მიცემული კანდიდატისათვის, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს. გამარჯვებას კი საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს უწინასწარმეტყველებენ. ამომრჩევლებს ბოიკოტისაკენ მოუწოდა. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ახალმა ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა შაბათს განაცხადა, რომ ლუკაშენკო ნდობას არ იმსახურებს. მისი ამ განცხადების ავტორია ევროკავშირი, რომელიც აპირებს მოუხსნას სანქციათა ნაწილი ბელორუსიის პრეზიდენტსა და მის რამდენიმე დაახლოებულ მოხელეს

XS
SM
MD
LG