Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს სტუმრობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორდღიანი ვიზიტი დაიწყო ტალინში. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება თავის ესტონელ კოლეგას ტაავი რიივას და პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ასევე შეხვდება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარინა კალიურანდს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.

XS
SM
MD
LG