Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში მთავრობა გადადგა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე


რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ გამოაცხადა მთავრობის გადადგომის შესახებ აქციების ფონზე, რომლებიც მოჰყვა ღამის კლუბში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვას. 3 ნოემბერს ბუქარესტში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში პონტას, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ბუქარესტის იმ რაიონის გამგებლის გადადგომის მოთხოვნით, სადაც 30 ოქტომბერს ღამის კლუბში ხანძრის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი. დაშავდა ათობით პირი. დემონსტრანტები კორუფციას მიიჩნევენ ინციდენტის ტრაგიკული შედეგების მიზეზად. 43 წლის ვიქტორ პონტასაგან სულ უფრო აქტიურად მოითხოვდნენ გადადგომას მას შემდეგ, რაც გახდა რუმინეთის მთავრობის პირველი ხელმძღვანელი, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა რამდენიმე, მათ შორის თაღლითობის ბრალდების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG