Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთების პრეზიდენტი: სინჯარი „გათავისუფლდა“ ისლამური სახელმწიფოსგან


ერაყელი ქურთების რეგიონის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი აცხადებს, რომ ერაყის ქალაქი სინჯარი გათავისუფლდა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან, იმ იერიშების შედეგად, რომლებიც ქურთთა ძალებმა განახორციელეს, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ავიაციის დახმარებით. ჟურნალისტებთან საუბრისას ბარზანიმ განაცხადა, „სინჯარის გათავისუფლებას დიდი შედეგი ექნება“ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ექსტრემისტების მოსულიდან განდევნას ვახმართო. 13 ნოემბერს უფრო ადრე ქურთთა ფეშმერგას ძალებმა იერიში მიიტანეს სინჯარის ცენტრისკენ და სამმიმართულებიანი თავდასხმის ბოლოს ქურთთა დროშა აღმართეს. ერთი დღით ადრე ამ შეტევამ გადაჭრა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზატკეცილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა რაკაში, სირიასა და მოსულში განთავსებულ ექსტრემისტებს. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები სინჯარს დაეპატრონენ 2014 წლის აგვისტოში, დახოცეს იეზიდთა უმცირესობის ათასობით წარმომადგენელი და ათი ათასობით პირი იძულებით ადგილნაცვალად აქციეს. აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალურმა მუზეუმმა ამ მოვლენებს გენოციდი უწოდა.

XS
SM
MD
LG