ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა - 2015
როგორ ებრძოდა 2015 წელს შსს ოჯახში ძალადობას და რას აპირებს მომავალში - ამის შესახებ „გენდერულ ამბებში" შსს-ს წარმომადგენელი მაკა ფერაძე საუბრობს. სამართალდამცველი ორგანოების მუშაობასთან ერთად, რეგიონებში ოჯახში ძალადობის მხრივ არსებული ვითარების შეფასებას იძლევა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.