Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვასო ურუშაძე


7 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ზამთრის სეზონზე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვაზე. ყველა სხვა ფაქტორის გარდა, საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გათვალისწინებითაც. გადაცემის მეორე ნაწილში ვასო ურუშაძემ განმარტა მიზეზები, რომელთა გამოც გადავადდა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები და მთლიანად კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში შევიდა პარლამენტში. ვასო ურუშაძე თვლის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი გულდასმით უნდა მომზადებულიყო და შეჯერებულიყო წინმსწრები დისკუსიების შედეგად. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, ასეთ სიახლეზე საზოგადოებას უნდა მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედებამდე მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ გაჩნდეს.

XS
SM
MD
LG