Accessibility links

logo-print

მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა აშშ-ის ხუთ მაღალჩინოსანს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში შესვლა აუკრძალა აშშ-ის ხუთ სამართალდამცველი უწყებების ხუთ მაღალჩინოსანს, მათ შორის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, რაც ვაშინგტონის მსგავსი მოქმედების საპასუხოდ ხდება. ეს ნაბიჯი კრემლმა მას მერე გადადგა, რაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებულ „მაგნიტსკის სიას“ დაუმატა ხუთი რუსის გვარი. ამ სიაში იმ 39 პირის გვარებია შეტანილი, ვინც დაკავშირებულია უფლებების დარღვევასთან, კერძოდ, რუსი ადვოკატის, მამხილებლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან. მაგნიტსკი მუშაობდა დასავლურ საინვესტიციო ფირმასთან, როგორც საგადასახადო იურისტი და რუსეთში მიაკვლია თაღლითობის სქემას, რომლის მოცულობა 230 მილიონ დოლარს უდრიდა. ის რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა ამავე ბრალდებებით და საპატიმროში, მისი მომხრეების თანხმად, აწამეს, შემდეგ კი სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს და ციხეში გარდაიცვალა. კრემლი აცხადებს, რომ „მაგნიტსკის სიის“ გაფართოება ორმხრივი ურთიერთობისთვის უკანსვლას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG