Accessibility links

logo-print

155 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა


155 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დღეს გამოცემული აქტით, 105 მსჯავრდებული სრულად შეიწყალა, 50-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირა. ზვიად ქორიძის ცნობითვე, სრულად შეწყალებულ პატიმართაგან რვა ქალია. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიამ 21-22 თებერვალს განიხილა სულ 1178 პირის საქმე. ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების აქტი შეეხო როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, თუმცა, არ გავრცელებულადანაშაულის განზრახ ჩამდენ პირებზე.

XS
SM
MD
LG