Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში დაითხოვეს პარლამენტი, ვადამდელი არჩევნები დაინიშნა 24 აპრილს


სერბიის პრეზიდენტმა, ტომისლავ ნიკოლიჩმა პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩის თხოვნის საფუძველზე დაითხოვა ქვეყნის პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები 24 აპრილს დანიშნა. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა 4 მარტს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ამ შინაარსის მოწოდებით გამოვიდა ვუჩიჩის მთავრობა, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი კაბინეტი, რომელსაც „მკაფიო მანდატი“ ექნება, შეძლებს რეფორმების გატარებას და სერბიისთვის გზის გახსნას ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ვუჩიჩის სერბიის პროგრესული პარტია კოალიციურ მთავრობაშია გაერთიანებული რამდენიმე მომცრო პარტიასთან. გამოკითხვების თანახმად მას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს - რაც, სავარაუდოდ, ვუჩიჩს შემდეგი მთავრობის ხელმძღვანელადაც აქცევს.

XS
SM
MD
LG