Accessibility links

logo-print

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შუალედური შედეგები


გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის საქართველოს ხელისუფლებას შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა 2014-2016 წწ. თითოეულ სამინისტროსა და სამთავრობო უწყებას გეგმის საკუთარი ნაწილი აქვს შესასრულებელი. რა გაკეთდა ამ გეგმის მიხედვით 2015 წელს და რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს საქართველომ იმისათვის, რომ ქალისა და კაცის თანასწორობა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში იგრძნობოდეს - ამ საკითხებზე საუბრობს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული პროექტების მენეჯერი ქეთი მახარაშვილი. „გენდერული ამბების“ კიდევ ერთი სტუმარი კი, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაკა პეტრიაშვილი, კონკრეტულად ამ უწყების გენდერული პოლიტიკის მიღწევებსა და ამოცანებზე ჰყვება. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG