Accessibility links

logo-print

OPEC და რუსეთი ნავთობის წარმოების გაყინვას გეგმავენ


რუსეთი და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC -ი აპირებენ იმ შემთხვევაშიც კი გაყინონ ნავთობის მოპოვება, თუ ირანი უარს იტყვის ამ გარიგებაში მონაწილეობაზე. ამის თაობაზე კუვეიტის წარმომადგენელმა OPEC-ში ნავალ ალ ფეზაილმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რასაც მსოფლიო ბაზარზე 6 და 7 აპრილს ნავთობზე ფასების ზრდა მოჰყვა. ფეზაილის თქმით, ნავთობის მწარმობელ ქვეყნებს, რომლებიც 17 აპრილს აპირებენ შეხვედრას ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ნავთობზე ძალიან დაბალი ფასების გამო სხვა გზა არ რჩებათ, გარდა ნავთობის მოპოვების გაყინვისა. კვირის დასაწყისში ნავთობის წარმოების გაყინვის თაობაზე შეთანხმების წინადადებით გამოვიდა რუსეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ შეთანხმება შესაძლოა დაიდოს ირანის გარეშეც, რომელსაც სურს, რომ 4 მილიონ ბარელამდე გაზარდოს ყოველდღიური ნავთობის მოპოვება.

XS
SM
MD
LG