Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთიდან თურქეთში დააბრუნეს მიგრანტების მეორე ჯგუფი


საბერძნეთმა მოახდინა თურქეთში 45 მიგრანტის დეპორტაცია. ეს არის მიგრანტების მეორე ჯგუფი, რომელსაც თურქეთში აბრუნებენ ევროკავშირის გეგმის მიხედვით, ევროპაში მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. ბორანმა დღეს დილას დატოვა საბერძნეთის კუნძული ლესბოსი და რამდენიმე საათში მიადგა თურქეთში მდებარე დიკილის პორტს. მეორე ბორანი, რომელზეც 95 მიგრანტი იმყოფება (უმეტესწილად პაკისტანელები) მოგვიანებით გაემგზავრა საბერძნეთიდან. საბერძნეთის ლტოლვილთა კრიზისის კომიტეტის ინფორმაციით, მკვეთრად იკლო თურქეთიდან საბერძნეთში მიმავალი მიგრანტების რიცხვმა. მიგრანტების პირველი 202-კაციანი ჯგუფი, უმესტეწილად პაკისტანელები, 4 აპრილს დააბრუნეს თურქეთში. ევროკავშირის და თურქეთის გეგმით, თურქეთიდან საბერძნეთში 20ი მარტის შემდეგ ჩასულ ყველა მიგრანტს თურქეთშივე დააბრუნებენ.

XS
SM
MD
LG