Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სადღესასწაულო" დაპირისპირება გორში


"სადღესასწაულო" დაპირისპირება გორში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

გორში კომუნისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მივიდნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმ ადგილას, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძეგლის ხელმეორედ დადგმა. აქციაზე დაპირისპირება მოხდა საზოგადოება „სტალინელის“ ლიდერ გრიშა ონიანსა და კონტრაქციის წევრებს შორის,რომლებიც კომუნისტების აქციაზე შეიჭრნენ შეძახილებით: „პუტინის მონებო, კრემლის აგენტებო, საქართველოს მოღალატეებო!“. კონტრაქცია მოაწყო ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებმაც 8 მაისს ევროპის დღეების აღნიშვნა დაიწყეს.

XS
SM
MD
LG