Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილის შეფასებით, „კაბელების საქმეზე“ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ე.წ. კაბელების საქმეზე ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა. „გამოძიება თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ შეკითხვები უფრო მეტი დარჩა, ვიდრე პასუხებია მიღებული“, - განუცხადა დღეს თბილისში, ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, საქმის სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები ჯერ კიდევ წინაა და პროცესი არ დასრულებულა. “ეს არ არის კარგი მოვლენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში და 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე ამ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG