Accessibility links

logo-print

ხადიჯა ისმაილოვა ამბობს, რომ გააგრძელებს ბრძოლას აზერბაიჯანში უკანონობის წინააღმდეგ


აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას აზერბაიჯანში უკანონობის წინააღმდეგ. ეს მან მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს უთხრა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ: „უკანონობა ჯერ ბოლომდე არ აღმოფხვრილა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას უკანონობის დასამარცხებლად. ციხიდან გამოვალ და იმავე ადგილიდან გავაგრძელებ, სადაც გავჩერდი. კიდევ უფრო ენერგიული ვარ, უფრო ახალგაზრდა“. აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ 25 მაისს განიხილა ხადიჯა ისმაილოვას სარჩელი და მიიღო გადაწყვეტილება მისთვის მისჯილი 7,5 წლით პატიმრობის 3,5 წლით პირობითი სასჯელით შეცვლის შესახებ. ისმაილოვას სამართლებრივი დევნა ბევრს მიაჩნია ანგარიშსწორებად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში მამხილებელი რეპორტაჟებისათვის. ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს და პატიმრობა 2015 წლის სექტემბერში მიუსაჯეს ფინანსურ დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. მის გათავისუფლებს მოითხოვდნენ დასავლეთის მთავრობები და უფლებადამცველი ორგანიზაციები. 27 მაისს ხადიჯა ისმაილოვას 40 წელი უსრულდება.

XS
SM
MD
LG