Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი მუტკოს აზრით, გამორიცხული არ არის, რუსეთის სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩნენ


რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო შესაძლებლად მიიჩნევს, რომ რუსეთის სპორტსმენების გარშემო ე.წ. „დოპინგის სკანდალის“ შედეგად, ქვეყნის ოლიმპიურმა ნაკრებმა ვერ მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, რომელსაც ბრაზილია უმასპინძლებს. მუტკომ კომენტარი გააკეთა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ტომას ბახის განცხადებაზე, რომელმაც დაუშვა ოლიმპიური თამაშების რუსეთის სპორტსმენების გარეშე ჩატარება იმ ეჭვის გამო, რომ რუსეთის სპორტსმენები დოპინგს მოიხმარენ. „ყველაზე უარესი სცენარი - არსებობს“, მისი უარყოფა შეუძლებელიაო, განაცხადა მან რუსეთის პრესასთან საუბარში. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, ითანამშრომლოს საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან, მაგრამ უარყო რუსეთის მისამართით გამოთქმული ბრალდება, რომ მისი სპორტსმენები სისტემატურად მოიხმარენ დოპინგს.

XS
SM
MD
LG