Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმიამ ხელში ჩაიგდო სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთი პროვინცია რაყაში


პარასკევს სირიის არმიამ ხელში ჩაიგდო სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთი პროვინცია რაყაში. ამავე დროს შეიარაღებულმა ოპოზიციონერებმა, რომელთაც დასავლეთი ეხმარება, გააგრძელეს ქვეყნის ჩრდილოეთში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე შეტევა. სირიის არმიის მიერ ხელთ ჩაგდებული პოზიციები შესაძლებლობას იძლევა, იერიში განხორციელდეს ქალაქ რაყაზე, რომელიც სირიაში ჯიჰადისტების „დედაქალაქად“ ითვლება, ასევე ქალაქ ტაბკაზე. სირიის არმიის მიერ საკვანძო მნიშვნელობის ავტომაგისტრალებზე კონტროლის დამყარება მოხერხდა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების წინააღმდეგ ერთი კვირის წინ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც რუსეთის არმიის მხარდაჭერით განხორციელდა.

XS
SM
MD
LG