Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ ანჯაფარიძე ჯონ კერის ვიზიტზე


ზაალ ანჯაფარიძე ჯონ კერის ვიზიტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:44 0:00

7 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტსა და აშშ-საქართველოს 6 ივლისის მემორანდუმის მნიშვნელობაზე. ის თვლის, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტი თავდაცვის საშუალებებისა და სერვისების შესყიდვის შესახებ ხარისხობრივად შეცვლის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. არანაკლებად მნიშვნელოვნად თვლის ზაალ ანჯაფარიძე დემოკრატიზაციაში დახმარების საკითხს. ანალიტიკოსის შეფასებით, მემორანდუმის ხელმოწერა არის ერთგვარი გზავნილი რუსეთისთვის, რომ საქართველო დაუცველი არ დარჩება. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, 6 ივლისის მემორანდუმი არის ერთგვარი კომპენსაცია ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგან მასზე არ არის მოსალოდნელი საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) შეთავაზება.

XS
SM
MD
LG