Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროებამ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ რედაქტორების სია მოითხოვა


რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა მოითხოვა რადიოსადგურის საიტის ყველა რედაქტორის სია პუბლიცისტ ანდრეი პიონტკოვსკის საქმის ფარგლებში. ამის თაობაზე ინფორმაცია ვენედიქტოვმა ტვიტერის გვერდზე დაწერა. ივლისის დასაწყისში სპეცსამსახურების თანამშრომლები რადიოსადგურის ოფისში მივიდნენ და ამოიღეს „ეხო მოსკვის“ რედაქციისა და პიონტკოვსკის მიმოწერა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს პიონტკოვსკის სტატიის გარშემო, რომელიც, სპეცსამსახურების ცნობით, „შეიცავს მოწოდებებს ისეთი ქმედებების ჩადენისაკენ, რაც რუსეთის ტერიტორული მთლიანობის დარღვევისკენ არის მიმართული“. სტატიa, რომლის სახელწოდებაა „ნელი მოქმედების ბომბი“, 23 იანვარს გამოქვეყნდა "ეხო მოსკვის" საიტზე. თავად პიონტკოვსკიმ თებერვალში დატოვა ქვეყანა მის მიმართ შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო.

XS
SM
MD
LG