Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიასთან თბილისში „პარტიზანულმა მებაღეობამ“ პერფორმანსი მოაწყო


მოძრაობა„პარტიზანულმა მებაღეობამ“ თბილისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყოა.მონაწილეებმა სანთლებით სიმბოლურად ხე გამოსახეს და აანთეს. ჟურნალისტებს „პარტიზანული მებაღეობის“ ლიდერმა ნატა ფერაძემ განუცხადა, მოთხოვნა უცვლელია - თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება. იგი თბილისის მერიას მოუწოდებს, მონოლოგის რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს.„პარტიზანული მებაღეობა“ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებს. აქცია ინციდენტის გარეშე დასრულდა, იტყობინება სააგენტო „ინტერპრესსნიუსი“.

XS
SM
MD
LG