Accessibility links

სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ აშშ-მა ხელი შეუწყო კორუფციის ზრდას ავღანეთში


ავღანეთში მოქმედი აშშ-ის უმაღლესი სადამკვირვებლო ჯგუფი (SIGAR) აცხადებს, რომ აშშ-მა ხელი შეუწყო კორუფციის ზრდას საომარ კონფლიქტში ჩართულ ქვეყანაში იმით, რომ გვიან აღმოაჩინა ამ პრობლემის რეალური მასშტაბები. 14 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომლის ავტორი ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური გენერალური ინსპექტორია, „კორუფციამ ძირი გამოუთხარა აშშ-ის მისიას ავღანეთში, გააჩაღა უკმაყოფილება და გაზარდა მიზნობრივი დახმარება მეამბოხეების მიმართ. დღევანდელ ავღანეთში კორუფცია წარმოადგენს უზარმაზარ გამოწვევას ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური სტაბილურობისა და განვითარებისათვის“, - ნათქვამია გენერალური ინსპექტორის ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად აშშ-ის სამხედრო და პოლიტიკური წრეები „გამუდმებით საუბრობენ“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ როცა ანტიკორუფციულ ძალისხმევა მოკლებულია პოლიტიკურ სიმტკიცეს და სახეზეა უმნიშვნელო წარმატება. ავღანეთი ერთ-ერთი ყველაზე მეტად კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. „ტრანსპარენსი ინტერნეშნლის“ ანგარიშის თანახმად კორუფციის ინდექსით ავღანეთი 166 ქვეყანას შორის, ბოლოდან მეორე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG