Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრეზდენში ბომბები აფეთქდა მეჩეთთან და საკონფერენციო ცენტრთან


გერმანიის ქალაქ დრეზდენში ბომბები აფეთქდა მეჩეთთან და საკონფერენციო ცენტრთან. ცნობების თანახმად, არავინ დაშავებულა. პოლიციის ცნობით, ორივე აფეთქება 26 სექტემბერს, გვიან საღამოს მოხდა და ადგილზე ნაპოვნია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ნამსხვრევები. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დრეზდენში გაძლიერებულია მეჩეთების დაცვა. აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე საქსონიის მხარის დედაქალაქ დრეზდენში ხშირად იმართება იმიგრაციის მოწინააღმდეგეთა აქციები.

XS
SM
MD
LG