Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი შეუერთდა კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმებას


ინდოეთი, „სათბურის გაზების“ ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი მსოფლიოში, ოფიციალურად შეუერთდა შეთანხმებას კლიმატის ცვლილების სფეროში, რომელიც პარიზში, შარშან დეკემბერში გაფორმდა. ის გულისხმობს “სათბურის გაზის“ გარემოში გამოყოფის შემცირებას, „გლობალური დათბობის“ შეჩერებას და წინასამრეწველო პერიოდთან შედარებით, ტემპერატურის ორ გრადუსით შდაკლებას. პარიზის შეთანხმება ძალაში შევა, როცა მას სულ მცირე, 55 ქვეყანა დაამტკიცებს. ქვეყნები, რომლებიც მას შეუერთდებიან, კისრულობენ საერთო ემისიის 55 პროცენტით შემცირებას.

XS
SM
MD
LG