Accessibility links

logo-print

ყიზილაჯლოში დაკავებულის ოჯახის წევრებმა აქცია ჩაატარეს


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს. ერთ-ერთი დაკავებულის დედის, ხაზანგულ მამედოვას განცხადებით, დაკავებულების ოჯახის წევრები და თავად ისიც ითხოვს ახალგაზრდების ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლებას. მისი თქმით, კორცხელში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლა, იქ უფრო მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, ამიტომ ყიზილაჯლოში დაკავებულ 6 ახალგაზრდას თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ გათავისუფლებასაც ჯარიმის გადახდის შემდეგ მოითხოვენ. აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა მაჟორიტარობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი. როგორც იმამკულიევი აცხადებს, ის აქციაზე მიიწვიეს. იმამყულიევი ისევე, როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები, მათ გათავისუფლებას ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ მოითხოვს.

XS
SM
MD
LG