Accessibility links

საფრანგეთში იწყება კალეს მიგრანტთა ბანაკის დემონტაჟი


საფრანგეთში იწყება ჩრდილოეთში მდებარე ზღვისპირა ქალაქ კალეს მიგრანტთა ბანაკის, ე.წ. ჯუნგლების დემონტაჟი მას შემდეგ, რაც ბანაკიდან გაიყვანეს იქ მყოფი ადამიანების ნაწილი. პოლიციამ 25 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ წინა დღეს წაიყვანეს 2300-მდე პირი, მიგრანტებისათვის განკუთვნილ სხვა ცენტრებში მოსათავსებლად. ოპერაციის შემდეგი ფაზა ითვალისწინებს თვითნაკეთი თავშესაფრების დემონტაჟს - ჯერ ხელით. ბულდოზერებს მოგვიანებით გააგზავნიან ბანაკში დარჩენილებთან შეტაკებების თავიდან ასაცილებლად. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ამბერ რადის განცხადებით, ლონდონი 40 მლნ დოლარით მონაწილეობს ოპერაციაში ბანაკის ასაღებად და კალეში სასაზღვრო კონტროლის გასაუმჯობესებლად. ბოლო თვეებში ათობით მიგრანტი დაიღუპა მცდელობისას, ამხტარიყვნენ სატვირთო მანქანებზე, ან მატარებლებზე,ბრიტანეთში ამ გზით მოსახვედრად.

XS
SM
MD
LG