Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების პერსპექტივები


სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების პერსპექტივები
please wait

No media source currently available

0:00 0:45:27 0:00

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა 2014 წელს ხელი მოაწერა სტამბოლის კონვენციას, მისი რატიფიცირება პარლამენტში ამ დრომდე არ მომხდარა. კონვენციის რატიფიცირებისათვის რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანაა საჭირო. 17 კანონში შესატანი ცვლილებები უკვე მომზადებულია. მიმდინარე კვირაში ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ითქვა, რომ პარლამენტი მალე შეუდგება კონვენციის რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურებს. სტამბოლის კონვენცია ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს. ევროსაბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის თაობაზე 2011 წლის 7 მაისს მიიღეს სტამბოლში. გადაცემის სტუმრები: თამარ დეკანოსიძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი; ქეთევან სარაჯიშვილი - იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG