Velvet Session - ახალი პლატფორმა ცოცხალი მუსიკისთვის
13 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მუსიკოსი ლევან შანშიაშვილი და პროექტ Velvet Session-ის ორგანიზატორი ელენე გვეტაძე. Velvet Session - ცოცხალი მუსიკის მხარდასაჭერად შექმნილი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მუსიკოსების პოპულარიზებას და უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანას, ხარისხიანი ვიდეომასალების წარმოებას და მუსიკოსებისა და მსმენელებისთვის საკომუნიკაციო ველის შექმნას.