Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია საზეიმო განწყობით


საპროტესტო აქცია საზეიმო განწყობით
please wait

No media source currently available

0:00 0:02:05 0:00

11 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გაიმართა მორიგი აქცია „რუსთავი2-ის“ მხარდასაჭერად. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების შეჩერების გამო ჩატარებულ აქციას ნაწილობრივ კონცერტის სახე ჰქონდა. აქცია-კონცერტზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების მიმართვებს ცვლიდა იმ მომღერლების გამოსვლები, რომლებმაც დიდწილად ტელეკომპანიის შოუებში მონაწილეობის საშუალებით გაითქვეს სახელი. აქციაზე მისული ხალხი კი, თავის, მხრივ, აღნიშნავდა, რომ "რუსთავი 2"-თან ერთად ისინი საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავდნენ.

XS
SM
MD
LG