„ბასიანი“ და „გალერი“ - ყველაზე მასშტაბური საპოლიციო სპეცოპერაცია
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე მომზადებულ ანგარიშში, რომლის ავტორებიც არიან “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, შეფასებულია კლუბებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების, პოლიციის მხრიდან კლუბ “ბასიანის” მიმდებარედ შეკრების დაშლისა და აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების საკითხები. ანგარიშში აღნიშნულია ასევე ოპერაციის ჩატარებასა და ოპერაციის შემდგომ სპონტანურად გამართული აქციის დაშლასთან დაკავშირებული ხარვეზები.
ეპიზოდები
-
მაისი 16, 2024
აქციაზე დაკავებული ვაჟა მარი: პოლიცია ამბობდა, "დავიღალეთო"
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს