რის გამო გაგვიმეტა მთავრობამ ასე, ამაზე პასუხი არ გვაქვს სამწუხაროდ, ჯერ
ვახტანგ ბერიკაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც საპროტესტო აქციაზე რაკეტის ფორმის რეზინის ტყვია მოხვდა. ამგვარ ტყვიას როგორც წესი სამართალდამცველები მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ პოლიციელის მიმართ ფიზიკური საფრთხე რეალურია. ვახტანგს დიდი ზომის რეზინის ტყვია მაშინ მოხვდა მკლავში, როცა ვიდეოს იღებდა პარლამენტის წინ. "მე გამიმართლა, გადავრჩი, მაგრამ სხვები ცალი თვალით დაბრუნდებიან სახლში. რის გამო გაგვიმეტა მთავრობამ ასე, ამაზე პასუხი არ გვაქვს სამწუხაროდ, ჯერ."
ეპიზოდები
-
მაისი 16, 2024
აქციაზე დაკავებული ვაჟა მარი: პოლიცია ამბობდა, "დავიღალეთო"
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს