Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, ჩამოგდებულია რუსეთის კიდევ ორი Su-34


უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, უკანასკნელ სამ დღეში რუსეთის ხუთი თვითმფრინავია ჩამოგდებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, უკანასკნელ სამ დღეში რუსეთის ხუთი თვითმფრინავია ჩამოგდებული.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კიდევ ორი Su-34 ჩამოაგდეს ავდეევკისა და მარიუპოლის მიმართულებებზე. რუსეთს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ოლეშჩუკი ხუთშაბათს კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე იტყობინებოდა.

ამგვარად, უკრაინის სამხედროების თანახმად, უკანასკნელ სამ დღეში რუსეთის ხუთი თვითმფრინავია ჩამოგდებული.

ადრე გამოცემა Forbes-ი წერდა იმის შესახებ, თუ რატომ გაიზარდა უკანასკნელ ხანებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავების რაოდენობა. გამოცემის თანახმად, ორ კვირაში 10 რუსული თვითმფრინავის (Su-35, Su-34, А-50) ჩამოგდებას შესაძლოა, ხელი შეუწყო უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, Patriot-ის, გამშვები დანადგარების გადაცემამ საჰაერო თავდაცვის მობილური ჯგუფებისთვის, რომლებსაც ფრონტის ხაზის მახლობლად სწრაფად გადაადგილება და კონტრდარტყმების თავიდან აცილება შეუძლიათ.

ამერიკული გამოცემის თანახმად, სავარაუდოა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზის მახლობლად განათავსეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, NASAMS-ის ნაწილიც. როგორც Forbes-ი წერს, ასეთ შემთხვევაში უკრაინას შესაძლოა, მალე ამოეწუროს ამ კომპლექსების რაკეტები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან 2023 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ მიუღია.

XS
SM
MD
LG