Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ რუსეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, კაშხლის დაზიანების შემდეგ


ქალაქი ორენბურგი. რუსეთის სამხრეთში წყალდიდობაა კაშხლის დაზიანების შედეგად, 2024 წლის 6 აპრილი
ქალაქი ორენბურგი. რუსეთის სამხრეთში წყალდიდობაა კაშხლის დაზიანების შედეგად, 2024 წლის 6 აპრილი

რუსეთის სამხრეთის რეგიონიდან მაშველებმა ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, მას შემდეგ, რაც ნაწილობრივ გასკდა კაშხალი და შეიქმნა მისი სრული კოლაფსის საფრთხე.

მაშველებს 6 აპრილს გასაბერი ნავებით გადაჰყავდათ ხალხი უფრო შემაღლებულ ადგილებზე, მდინარე ურალის ადიდების ფონზე ორენბურგის რეგიონში, ქალაქ ორსკის ჩათვლით.

სახელმწიფო სააგენტო TASS-ი 6 აპრილს იუწყებოდა კაშხლის სრულ კოლაფსზე, თუმცა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს.

სამთავრობო უწყებების განცხადებით, წყალდიდობით მოცულ რეგიონში ნაპოვნია სამი გვამი, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია სამივე ადამიანის სიკვდილი თუ უკავშირდება წყალდიდობას.

ორსკი სიდიდით მეორე ქალაქია ორენბურგის რეგიონში, იქ 189 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG