Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17-მდე გაიზარდა ჩერნიგოვში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ჩერნიგოვზე 17 აპრილის თავდასხმის შემდეგ. რუსეთის საჰაერო იერიშს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩერნიგოვზე 17 აპრილის თავდასხმის შემდეგ. რუსეთის საჰაერო იერიშს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის აცილება შეუძლებელი იყო, რადგან უკრაინას არ აქვს „საკმარისი“ ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები მოკავშირეთა, განსაკუთრებით აშშ-ის მიერ მოწოდების შემცირების გამო.

აშშ-ში ჩიხში შევიდა უკრაინისთვის 62-მილიარდდოლარიანი პაკეტის გამოყოფაზე სამხედრო დახმარებისთვის.

ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმა დაიწყო მას მერე, რაც 8:50 საათზე გამოცხადდა საჰაერო განგაში.

17 დაღუპულიდან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 60-მდე ადამიანი დაშავდა. ჩაუსის თანახმად, სამი რაკეტა დაეცა ქალაქის ცენტრში, სადაც დააზიანა 16 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საავადმყოფო.

XS
SM
MD
LG