Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

World Central Kitchen-ის თანამშრომლებს, რომლებიც ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ, საგანგებო პატივს მიაგებენ ვაშინგტონში


World Central Kitchen-ის ბარჟა, სურსათით დატვირთლი უახლოვდება ღაზის სანაპიროს. 15 მარტი. 2024 ორგანიზაციის თანამშრომლებს, რომლებიც ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ, საგანგებო პატივს მიაგებენ ვაშინგტონში
World Central Kitchen-ის ბარჟა, სურსათით დატვირთლი უახლოვდება ღაზის სანაპიროს. 15 მარტი. 2024 ორგანიზაციის თანამშრომლებს, რომლებიც ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ, საგანგებო პატივს მიაგებენ ვაშინგტონში

ვაშინგტონის პეტრეს-პავლეს საკათედრო ტაძარში 25 აპრილს იმართება საგანგებო მემორიალი, რომელზეც პატივს მიაგებენ ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის თანამშრომლებს, რომლებიც დაიღუპნენ ღაზის სექტორში 1 აპრილის ისრაელის თავდასხმის შედეგად.

განთქმული შეფ-მზარეული და ფილანტროპი, ხოსე ანდრესი, რომელმაც დააარსა ჰაიტიში კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ ეს არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, სიტყვას წარმომთქვამს ცერემონიაზე, ხოლო ცნობილი სახელგანთქმული ვიოლონჩელისტი, იო-იო მა დაუკრავს მემორიალის მონაწილეთა წინაშე, იტყობინებიან ორგანიზატორები.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტაძარში მემორიალს ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელთა გარდა, სხვათა შორის, დაესწრება ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ქმარი, დაგლას ემჰოფი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კურტ კემპბელი.

ორგანიზაცია აქტიურობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ოქტომბრის შემდეგ, როცა ისრაელზე მომხდა თავდასხმა, ღაზის სექტორში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა ისრაელის არმიის საპასუხო იერიშებს, World Central Kitchen-ის საკვებით ამარაგებდა ორივე მხარეს.

ღაზაში ისრაელის არმიის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან World Central Kitchen-მა რეგიონში გაანაწილა 32 მილიონზე მეტი ულუფა საკვები. აპრილის ამ ინციდენტის დროს, როგორც ორგანიზაცია იტყობინებოდა, ისრაელის არმიის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ორგანიზაციის ექვსი უცხოელი თანამშრომელი და მათი პალესტინელი მძღოლი. დაღუპულთა შორის იყვნენ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, აშშ-ისა და კანადის მოქალაქეები.

ამ ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ღაზის სექტორში საქმიანობა შეაჩერა.

7 ოქტომბერს პალესტინური რადიკალური დაჯგუფების, ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული) თავდასხმას სამხრეთ ისრაელში, 1400-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი მძევლად წაიყვანეს ღაზაში. როგორც იტყობინება ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, შემოდგომაზე ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, სექტორში დაიღუპა 34 ათასზე მეტი ადამიანი.

მათ უმრავლესობას ბავშვები და ქალები შეადგენენ.

დაშავებულთა რაოდენობა ღაზაში 77 ათასს გასცდა.

XS
SM
MD
LG