დაახლოებით ერთ კვირაში ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან არსებული ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებს გადაწყვეტს. ეს ის კომისიაა, რომლის არაეფექტური მუშაობის გამო, უფლებადამცველების განცხადებით, ციხეში არაერთი დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა. 29 ნოემბერს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” სასჯელაღსრულების სამინისტრომ იმ განახლებული დებულების პრეზენტაცია გამართა, რომელიც კომისიის ამოცანებს, დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების წესს ადგენს. რა ცვლილებები შევიდა მასში და რამდენად გაითვალისწინა ახალმა მთავრობამ სამოქალაქო სექტორის შენიშვნები - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს გაესაუბრა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1