Accessibility links

ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობამ სასულიერო პირებიც დააფიქრა


ჩავესის სურათი ვენესუელაში

ჩავესის სურათი ვენესუელაში

მიუხედავად იმისა, რომ 10 იანვარს ვენესუელაში პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, საზოგადოებას კვლავაც არ აქვს პასუხი თავისი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება უგო ჩავესის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების აღსრულება. სიტუაცია იმდენად ბუნდოვანია, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციების გავრცელება ხელისუფლებას ვენესუელის სასულიერო პირებმაც მოსთხოვეს.

ორშაბათს ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა ერნესტო ვილეგასმა „სტაბილური“ უწოდა კუბაში მყოფი უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა ცნობილი არ არის, დაესწრება თუ არა ჩავესი 10 იანვარს დანიშნულ საკუთარ ინაუგურაციას.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა დიოსდადო კაბელომ „ფორმალობად“ შეაფასა ინაუგურაცია და მოქალაქეებს
მოუწოდა მასობრივი მსვლელობა გამართონ ინაუგურაციის დღეს და ამით გამოხატონ თავიანთი ქვეყნის ლიდერისადმი მხარდაჭერა.
მოსახლეობა დაბნეულია, მისი დიდი ნაწილი კი - აღშფოთებული. მიუხედავად პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე გაკეთებული 25 განცხადებისა ...

ჩავესის ოპონენტები კი კონსტიტუციის მოთხოვნებით აპელირებენ და აცხადებენ, რომ რადგან პრეზიდენტს არ შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ქვეყანაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ორშაბათს ვენესუელის პოლიტიკურმა ოპოზიციამ ქვეყნის გავლენიანი ინსტიტუტის, კათოლიკური ეკლესიისაგან მხარდაჭერა მიიღო. ვენესუელის ეპისკოპოსთა საბჭოს ხელმძღვანელმა დიეგო პადრონმა „მორალურად გაუმართლებელი“ უწოდა კონსტიტუციის მოთხოვნათა უგულებელყოფას ჩავესის ხელისუფლებაში დატოვების ინტერესების სანაცვლოდ და ხელისუფლება გააკრიტიკა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაიდუმლოების გამო:

„მოსახლეობა დაბნეულია, მისი დიდი ნაწილი კი - აღშფოთებული. მიუხედავად პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე გაკეთებული 25 განცხადებისა, დღემდე არ გვაქვს ვენესუელელი ექიმების არც ერთი სამედიცინო ანგარიში. მთავრობა სრულ სიმართლეს არ ეუბნება ხალხს, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს ამის ცოდნის უფლება. ისინი მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურად მოტივირებულ სიმართლეს იტყობინებიან, რაც აშკარად ურთიერთგამომრიცხავია“.

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი, რომელიც ოქტომბერში მესამე ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერით კვლავ სარგებლობს, მაგრამ მისი ხანგრძლივი ვადით გაუჩინარებამ 2012 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპოზიციისა და ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის, რელიგიური ლიდერების მიერ გამოთქმულმა ეჭვებმა, შესაძლოა, ჩავესის რეჟიმის გავლენა შეარყიოს.
XS
SM
MD
LG