Accessibility links

logo-print

მოქალაქეთა ნაწილი ტარიფების გაიაფების მოლოდინშია


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდში ზამთრის დადგომას ახალი ხელისუფლების მხრიდან დაპირებული შემცირებული ტარიფებით ელოდებიან. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს ჰპირდებოდა, რომ „ხელოვნურად გაზრდილი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ღირებულება ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ საგრძნობლად შემცირდებოდა“.

მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ზამთარში გათბობის ძირითად საშუალებად, გასული წლების მსგავსად, შეშა რჩება, რადგან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი ძვირია. თუკი კომუნალური გადასახადები დაიკლებს, მოქალაქეები გათბობის ალტერნატიულ საშუალებას მიმართავენ:

„თუ დაიკლო, ელექტროენერგიას გამოვიყენებთ. ახლა 16-17 თეთრია და ამაზე ვინ ჩართავს ”ფეჩებს”?! შეშა უნდა ვიყიდო, მაგრამ ფასები ძვირია, 300-400 ლარია. გააჩნია, რას იყიდი. თხმელა ყოველთვის იაფი იყო, მაგრამ ცუდია ის შეშად“.

„ვის არ უნდა დაბალი ფასები, ეს ბედნიერებაა. რა ჯობია, თუ დაუკლეს“.

„მე, მაგალითად, ღმერთის იმედად ვარ“.

„ბუნებრივ აირზე ჯერ არაფერი ცვლილება არ არის და თუ შეღავათი იქნა, ეს ვის არ უნდა?! “

„გამოვიანგარიშებთ, რომელი უფრო იაფი დაგვიჯდება და იმის მიხედვით გადავწყვეტთ“
, – ამბობენ მოქალაქეები.
მოთხოვნის შესაბამისად რაც არის რეზერვი, ვსწავლობთ. ბანკში დევს ეს ტყე-კაფები. მომხმარებელი მიდის და იღებს ქვითარს, სადაც წერია, თუ ვის მიმართოს და იმ უბნის ტყე-კაფის გაცემაზე ვინ არის პასუხისმგებელი...


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის გიორგი დათუნაიშვილის განცხადებით, ხე-ტყის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის რეგიონის მასშტაბით 50 000 კუბმეტრი გამოიყო. მათგან 30 000 წლევანდელია, 20 000 კი ჯერ კიდევ შარშან განისაზღვრა. დათუნაიშვილი გვიხსნის, თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს მოქალაქემ, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ხე-ტყის გაკაფვის უფლება მოიპოვოს:

„მოთხოვნის შესაბამისად რაც არის რეზერვი, ვსწავლობთ. ბანკში დევს ეს ტყე-კაფები. მომხმარებელი მიდის და იღებს ქვითარს, სადაც წერია, თუ ვის მიმართოს და იმ უბნის ტყე-კაფის გაცემაზე ვინ არის პასუხისმგებელი“, – ამბობს დათუნაიშვილი.

კომპანია „SOKAR გაზის“ დირექტორის სამეგრელოში ლევან ჭანიას თქმით, ზამთრის მოახლოების პარალელურად მოქალაქეების კომპანიისადმი მომართვა გახშირდა. მისი თქმით, ზუგდიდის სრულად გაზიფიცირების პროცესი ახალ წლამდე დასრულდება, სადღეისოდ კი ბუნებრივი აირის მომხმარებელ აბონენტთა რაოდენობა 2500-ზე მეტია.
ლიცენზიანტი ვალდებულია განვადებით 600 ლარის ფარგლებში გაუკეთოს გაზი მოქალაქეს. ეს არის ორწლიანი განვადება, მსურველს კი თვიურად 25 ლარის გადახდა მოუწევს...


იმისთვის, რომ ბუნებრივი აირის ოჯახში შეყვანა მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, არსებობს სპეციალური შეთავაზებები. მაგალითად, ლევან ჭანიას თქმით, „საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პარალელურად, რომელიც 500 ლარის ფარგლებში მოქალაქეებისთვის სესხის გაცემას გულისხმობს, მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან ამოქმედდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაც.

„ლიცენზიანტი ვალდებულია განვადებით 600 ლარის ფარგლებში გაუკეთოს გაზი მოქალაქეს. ეს არის ორწლიანი განვადება, მსურველს კი თვიურად 25 ლარის გადახდა მოუწევს. აბონირებასთან დაკავშირებით პრობლემები პრაქტიკულად მოხსნილია“, – ამბობს ლევან ჭანია.

მიუხედავად არსებული შეთავაზებებისა, რესპონდენტების ნაწილი ამბობს, რომ ზამთარში გასათბობად ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გამოყენება ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ გათბობის ძირითად საშუალებად კვლავ შეშა რჩება.
XS
SM
MD
LG