Accessibility links

NDI-ს გამოკითხვის მიხედვით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია


ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია, ევრაზიული კავშირის წევრობის მხარდამჭერების კი, შემცირებული NDI-ს დაკვეთით ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად. თბილისში, დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 61%, ნატოს წევრობას 68% და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას 20%. შარშან ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 58% იყო, ხოლო ევრაზიული კავშირის წევრობის 24%. ახალი გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. მან საქართველოს მასშტაბით გამოკითხა 3 900 რესპონდენტი. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86% ინფორმირებულია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მათგან 84% მხარს უჭერს უვიზო მიმოსვლას და 72% მიიჩნევს, რომ ეს მისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG