Accessibility links

logo-print
საბერძნეთი დიდხანს ელოდა გადაწყვეტილებას, რომელიც ხუთშაბათს ბრიუსელში მიიღეს ევროზონაში შემავალი 17 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა: მათ მწვანე შუქი აუნთეს საბერძნეთისათვის მრავალმილიარდიანი დახმარების მორიგი ტრანშის მიწოდებას. როგორც ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ოლი რენმა აღნიშნა, ხუთშაბათის გადაწყვეტილება, ათენს მიაწოდონ 49,1 მილიარდი ევრო (64 მილიარდამდე დოლარი), ბოლოს უღებს ხანგრძლივ გაურკვევლობას საბერძნეთისათვის. დამტკიცებული ტრანშის პირველ ნაწილს, 34,3 ევროს ამ დღეებში გადარიცხავენ, ხოლო დანარჩენ ფულს საბერძნეთი 2013 წლის პირველ კვარტალში მიიღებს.

საბერძნეთის მთავრობა ახორციელებს ზომებს საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგად და რეფორმების გასატარებლად, რასაც მისგან კრედიტორები მოითხოვენ. ხოლო კრედიტორების დახმარების გარეშე საბერძნეთს ემუქრება დეფოლტი, რაც ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას.

საბერძნეთისთვის კრედიტის მორიგი ტრანშის მიწოდებაზე გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეთანხმება სხვა საკითხზე: ევროზონის ბანკების ზედამხედველობის წესებზე. მართალია, საქმე ეხება მხოლოდ ევროზონის, ანუ ევროკავშირის 17 წევრის ბანკებს, მაგრამ მათი ზედამხედველობის ახალ წესებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27-ვე წევრის მინისტრები. მათ შორის იყო ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, ჯორჯ ოსბორნი. მისი განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის იმ წევრების ინტერესების დაცვასაც, რომლებიც არ შედიან ევროზონაში.
მთლიანად, ევროზონისათვის და ევროპის კავშირისათვის, თუ სხვებიც არიან დაინტერესებული ამ მექანიზმით, ჩემი აზრით, ეს კარგი სიახლეა, რადგან გარანტიებით უზრუნველყოფს ბანკებს ...

„ეს იყო მოლაპარაკებების გრძელი ღამე, მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლოს ძალიან კარგ შეთანხმებამდე მივედით. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროზონას სჭირდება საბანკო კავშირის შექმნა თავისი პრობლემების გადაჭრის ხელშესაწყობად და ახლა მივედით შეთანხმებამდე ასეთი საბანკო კავშირის შესაქმნელად. მაგრამ ჩვენ გვსურდა აგრეთვე იმის უზრუნველყოფა, რომ (ევროკავშირის) საერთო ბაზარი დაცული იყოს - რომ ქვეყნები, რომლებიც არ შევლენ საბანკო კავშირში, მაგალითად ბრიტანეთი, დაცული იყვნენ და დაცული იყოს მათი ინტერესები“, - ამბობს ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი.

ევროკომისარ მიშელ ბარნიეს განმარტებით, ბანკების ზედამხედველობის წესებზე მიღწეული ერთსულოვნება არის პირელი „დიდი წინგადადგმული ნაბიჯი“ საბანკო კავშირისაკენ. მინისტრების შეთანხმებით, ევროპის ცენტრალური ბანკი 2014 წლის მარტიდან ზედამხედველობას გაუწევს, სულ ცოტა, 150 ბანკს. მას ექნება ბანკებისათვის ლიცენზიის მინიჭებისა და ჩამორთმევის, მათი შემოწმების, ფინანსური სანქციების დაწესების უფლება.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განმარტებით: „ეს არის, ზედამხედველობის მექანიზმს რაც შეეხება, გლობალური პასუხი, მთლიანად, ევროზონისათვის და ევროპის კავშირისათვის, თუ სხვებიც არიან დაინტერესებული ამ მექანიზმით, ჩემი აზრით, ეს კარგი სიახლეა, რადგან გარანტიებით უზრუნველყოფს ბანკებს, კლიენტებს და სახელმწიფოებს“.

მინისტრების მოლაპარაკებების შედეგს შეთანხმებას მაღალ შეფასებას აძლევს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. ხუთშაბათიდან ის ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობს ბრიუსელის სამიტში, რომელზეც უნდა დაამტკიცონ ფინანსთა მინისტრების შეთანხმება. ამის შემდეგ, ბანკების ზედამხედველების ახალი წესების ძალაში შესასვლელად საჭიროა მათი მხარდაჭერა ევროპის პარლამენტის და ევროკავშირის ზოგი ქვეყნის პარლამენტების მიერ.
XS
SM
MD
LG