Accessibility links

ჩვენი სტუმარი: ალექსანდრე რუსეცკი


2 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ალექსანდრე რუსეცკი, "სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის" დირექტორი. მან ილაპარაკა რუსეთში არსებულ ვითარებაზე, ბორის ნემცოვის მკვლელობაზე, საქართველოსთვის არსებულ საფრთხეებზე. რუსეცკი თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება კიდევ უფრო ზრდის საქართველოსთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს. ალექსანდრე რუსეცკის აზრით, საქართველოს ხელისუფლება არასათანადო ყურადღებას აქცევს რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს, რაც, როგორც წესი, წინ უძღვის ხოლმე მყისიერ საფრთხეს.

XS
SM
MD
LG