სალომე ასათიანის ინტერVIEW გეორგი დერლუგიანთან
დღეს გადაცემა „ინტერVIEW“ მასპინძლობს გეორგი დერლუგიანს − სოციოლოგს, პუბლიცისტს, გლობალიზაციის მკვლევარს. 2005 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ მის წიგნს − „ბურდიეს ფარული თაყვანისმცემელი კავკასიაში“ − ჟურნალ „ფორინ ეფერზის“ რეცენზენტმა უწოდა „გონივრული, ორიგინალური და უაღრესად შთამბეჭდავი გამოკვლევა იმაზე, თუ როგორ გაჩნდა ეთნიკური ძალადობა კავკასიაში, საბჭოთა კავშირის კოლაფსის ფონზე.“ მსოფლიოში ახლა მშფოთვარე პერიოდია. კონფლიქტები, ძალადობა, ეკონომიკური კრიზისები, ფუნდამენტალისტთა ექსტრემიზმი და მემარჯვენე პოპულისტი ძალების აღზევება ჩვენი დროის მთავარ მახასიათებლებს შორისაა. არის თუ არა რაიმე ლოგიკა ამ პროცესებში? რა ელის კაპიტალიზმს, როგორც ეკონომიკურსა და პოლიტიკურ სისტემას? რატომ მიიღო ასეთი განსხვავებული ფორმა პოსტსაბჭოთა პერიოდმა სხვადასხვა რეგიონში: ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც მალევე გადაიქცნენ ლიბერალურ დემოკრატიებად; კავკასიაში, რომელიც ეთნიკურმა ნაციონალიზმმა და ძალადობამ მოიცვა; და შუა აზიაში, სადაც ბევრი არაფერი შეცვლილა და კომუნისტური პარტიის ნომენკლატურამ დიდწილად შეინარჩუნა ძალაუფლება? სალომე ასათიანის საუბარი გეორგი დერლუგიანთან ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს ეხება.
ეპიზოდები
-
ივლისი 21, 2017
ინტერVIEW: თვალის ერთი გადავლებით
-
ივლისი 06, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი გვახარიასთან
-
ივნისი 22, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW მარტინ დემანტ ფრედერიკსენთან
-
ივნისი 15, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნათია ქუტიძესთან
-
ივნისი 08, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ვახტანგ მჭედლიშვილთან
-
ივნისი 01, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნიკოლოზ ლეგაშვილთან