Accessibility links

logo-print

მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების კომპენსირებას გეგმავს


გასულ კვირას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ, სახელმწიფო აპირებს კომპენსირება გაუკეთოს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულიმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ.

მინისტრის თქმით, სავალუტო კრიზისის გამო, ბოლო პერიოდში დაზარალდა ძალიან ბევრი კომპანია,რომლებიც მონაწილეობენსახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ცენტრალური მთავრობის მიერ - ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ - გამოცხადებულიინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ის პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიებს შეექმნათ იმის საფრთხე, რომ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულიწინა გამოცხადებული ფასებით ვერ შეძლონ არსებული პროექტების დასრულება. შედეგად, კომპანიები არ იწყებენ სამუშაოს,მათ ისიც კი ურჩევნიათ, რომ საგარანტიო თანხები დაკარგონ, ვიდრე დაიწყონ სამუშაოები და უფრო მეტი ზარალი განიცადონ.

ამიტომ მთავრობამმიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტში, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს, გაითვალისწინოს არსებული გარემოებები და გამოიყენოს, უპირველეს ყოვლისა, ის ათპროცენტიანი ლიმიტი, რომელიც კანონქვემდებარე აქტით არის გათვალისწინებული და აქამდე ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა.

ვიცე-პრემიერის თქმით, იქმნება უწყებათშორისი ფორმატიფინანსთა სამინისტროს,სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა დაშემსყიდველი ორგანიზაციის მონაწილეობით,რომელშიც ყველა ასეთი შემთხვევა იქნება განხილული და კომპანიებისთვის, რომლებიც ასრულებენ ამგვარ სამუშაოებს, კომპენსირებული იქნებადევალვაციის ეფექტი. ეს შეღავათი არ შეეხება იმ შესყიდვებს, რომლებიც დღემდე განხორციელდა და სადაც სამუშაოები უკვე ჩაბარებულია. ეს ეხება მხოლოდ იმ სამუშაოებს, რომლებიც ამ პერიოდიდანმომავალში იქნება შესრულებული.

გათვალისწინებული იქნება ყველა გარემოება და ყველა კონკრეტული შემთხვევა - კერძოდ: კომპანიას შეძენილი აქვს თუ არა უკვე მარაგები, მომავალში აპირებს თუ არა შეძენას და ა.შ. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ, საერთაშორისო ტენდერებით შესრულებულ პროექტებში საერთაშორისო რეგულაციებით არის გათვალისწინებული კომპენსირების მექანიზმები.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება გათვალისწინებული კომპენსირებისთვის.წინასწარიშეფასებით, დევალვაციის ეფექტი არ უნდა იყოს მთლიანი შესყიდვების ათ პროცენტზე მეტი. შეგახსენებთ, რომ, 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ეროვნული ვალუტა 27 პროცენტით არის გაუფასურებული.

XS
SM
MD
LG