Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები – 2016

  • „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

არასამაგალითო, მაგრამ თავისუფალი არჩევნები

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას რამდენიმე ათეული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. კენჭისყრის მსვლელობისას გამოვლენილი მრავალი დარღვევის მიუხედავად, ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა და დარღვევებს გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე. იხილეთ სრულად

არჩევნების შემდგომი გადაწყვეტილებები - ვინ რჩება და ვინ ტოვებს პოლიტიკურ არენას

საპარლამენტო არჩევნების საბოლოო, დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, პოლიტიკოსები კი - როგორც დამარცხებულები, ისე მოგებული პარტიების ლიდერები - ჩავლილ არჩევნებს შეფასებას აძლევენ და სამომავლო გეგმებზე ღიად ლაპარაკობენ. უკვე ცნობილია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დროებით პოლიტიკიდან მიდის. პარლამენტს გარეთ დარჩენილი რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი გამარჯვებულ პარტიებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს. ბარიერგადალახული „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ჯერ კონსულტაციებს მართავს, ხოლო გამარჯვებული „ქართული ოცნება“ უკვე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ლაპარაკობს. იხილეთ სრულად

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG