Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია

პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციიდან. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან.

16:18 19.4.2013
ნაციონალური მოძრაობის რეგიონებიდან ჩამოსულ მხარდამჭერებს, რომლებიც ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, მოძრაობის შეფერხება არ გამოუწვევიათ. - იტყობინება ელისო გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:22 19.4.2013
რუსთაველის გამზირზე უკვე მივიდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური” მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სპეციალური შესასვლელიდან შეუერთდა თავის გუნდს. - იტყობინება სალომე აბრალავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:26 19.4.2013
ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ხალხის რაოდენობა იზრდება . - იტყობინება სალომე აბრალავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:30 19.4.2013
19 აპრილის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად სამტრედიიდან ბევრი ადამიანი წამოვიდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მისი ოჯახიდან და მეზობლებიდან აქციაში მონაწილეობას მხოლოდ თვითონ იღებს. - იტყობინება მიშა კვენეტაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG